„არ მიკვირს და არ ვთვლი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ეს რიტორიკა განსხვავდება მოქმედი ხელისუფლების „ქართული ოცნების“ რიტორიკისგან. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს უშიშროების ამდენი გამოწვევის პირობებში, იმის დროა ვმსჯელობდეთ ქვეყნის ინტერესების საზიანო თემებზე, მაგალითად ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებაში შეთანხმებული პოზიციაა.“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში“ ისაუბრა.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და საფრთხეების რისკიდან გამომდინარე, პარლამენტის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულია. კომიტეტის თავმჯდომარეობის მოადგილეობა არ არის მნიშვნელოვანი თანამდებობა, რიგითი დეპუტატის უფლებამოსილებაც იძლევა შესაძლებლობას იმავე დოზით მიიღო მონაწილეობა მსჯელობაში. თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ნახოს როგორ იღებს გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის ჩვენი კანდიდატურა შეთავაზებული და დაველოდებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.
ისინი გასული ოთხი წლის განმავლობაშიც ცდილობდნენ და მომავალშიც ეცდებიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ და საზიანოდაც კი პოლიტიკური ბრალდებებისთვის გამოიყენეონ ოპონენტების მიმართ ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსული აგრესია, ოკუპაცია, მცოცავი ანექსია. არაფერი გასაკვირი იმაში, რომ ემზარ კვიციანი აპირებს კომიტეტის თავმჯდომარეობის მოადგილეობას არ არის.ეს არის თავად ადამიანი, რომელიც კოდორის ხეობიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ემალებოდა საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და შემდეგ აფხაზეთის გავლით წავიდა რუსეთში. როდესაც ეს ადამიანი საუბრობს სახელმწიფოს საზიანოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებზე, არ გამიკვირდება, რომ ამაშიც დაეთანხმოს „ქართული ოცნება“.
ირაკლი აბესაძემ ახალ სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას დასმულ კითხვებზეც ისაუბრა.
„არ გვქონდა მოლოდინი, რომ მინისტრობის კანდიდატები თვალს გაუსწორებდნენ რეალურ, ძალიან მძიმე პრობლემებს. არ გვქონდა მათგან ადეკვატური პასუხების მოლოდინი, თუმცა შეკითხევბი დავსვით იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს როგორი უპასუხისმგებლო, არა ანგარიშვალდებული მთავრობა შემოგვთავაზა ივანიშვილმა, ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გააგრძელებენ საზოგადოების დაცინვას. ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლის ძებნილთა სიაში დაყენებას კიდევ დრო დასჭირდება და გაურკვეველ მოლაპარაკებებზე გვეუბნებიან. კრიმინალის დონე გაზრდილია, თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ არ იყო ნატოს მინისტერიალზე ჩასვლა საჭირო, სადაც შავი ზღვის საკითხები იხილებოდა. მათ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა ჰგონიათ კეკლუცობა. ეს არის მათი პასუხისმგებლობის ზღვარი, კომპეტენციის დონე“.
მანანა ღოღობერიძე