სურსათის რესურსის მომავალი მრავალი წელია დავის საგანს წარმოადგენს. ჯერ კიდევ ათეული წლების წინ ივარაუდეს მეცნიერებმა, რომ მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე საგრძნობლად გაიზრდებოდა. რაოდენობასთან ერთად იზრდება საშუალო ფენაც. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები თანთადან უფრო მეტ ხორცს, ყველსა და კვერცხს მოიხმარდნენ.
მეცნიერების კითხვა კი უკავშირდება იმას, თუ რამდენად საკმარისი იქნება გაზრდილი მოსახლეობისთვის ჩვენს ხელთარსებული საკვები რესურსი.
ეჭვის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ მოსახლობის ზრდა, მთავარი „დამნაშავე“ ამ შემთხვევაში ის კლიმატია, რომლის ქვეშაც იზრდება ბოსტნეული, ხილი. პარიზში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ქვეყნების წამყვანმა ლიდერებმა არაერთი შეხედულება დააფიქსირეს. მთავარი მესიჯი დეკარბონიზაციის პროცესის დაჩქარება და მისი ინტენსიურ ფაზაში გადასვლაა, აუცილებელია შემცირდეს ჰაერში ემისიების რაოდენობა, რათა პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ იყოს ჯანსაღი.
პირველ რიგში, ჩვენივე ჯანრმთელობისთვის აუცილებლობას წარმოდგენს საკვებ რაციონში ხორც-პროდუქტების შემცირება.
ფოტოზე ბოლო, 2009 წლის მონაცემებია წარმოდგენილი. ჩანს ქვეყნებში ერთ წელიწადში ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული ხორცის რაოდენობა კილოგრამებში. საშუალო რაოდენობა მსოფლიოში 41,9 კილოგრამია. მეცნიერებისა და ექიმების თქმით, ეს რიცხვი ჯანმრთელობისთვის საგრძნობლად საზიანოა, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ წელიწადში 26 კილოგრამი საკმარისია.
საინტერესოა ის ფაქტიც,რომ მსოფლიოს ერთ ნაწილში საკვები რესურსების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მეორე ნაწილში კი ადამიანები შიმშილით იხოცებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ რესურსების გადანაწილება, რათა უფრო გახანგრძლივდეს სამყოფი რესურსის რაოდენობა და დრო. ტიმ ლანგი, საკვების პოლიტიკის პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტიდან weforum.org-ის ჟურნალისტს ეუბნება,რომ „მდიდრებმა ცოტა უნდა მიირთვან და განსხვავებულად, ღარიბებმა კი ბევრი და ჯანმრთელი საკვები.“
რას შევჭამთ 2030 წლისთვის?
პარიზში გამართულ შეხვედრაზე ითქვა,რომ საჭიროა უფრო მეტად ვაწარმოოთ ბრინჯი,სიმინდი, ხორბალი. მათი დიდი რაოდენობით მოყვანა მოსახლეობის გაზრდილ რაოდენობასაც შესწვდება და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იქნება.
ექიმების თქმით, ადამიანები დროთაგანმავლობაში თვითონ დაიწყებენ ჯანმრთელი საკვების მოხმარებას და გადავლენ მარცვლეულზე. ამდენად, პრობლემას თავად ადამიანები და მათი გადაწყვეტილებები მოაგვარებს.
განსხვავებული შედეგი ექნება ამას მესამე მსოფლიოს შემთხვევაში, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი გახდება. აქტიური მოთხოვნა-მიწოდების პროცესი დააბალანსებს საკვების რესურსებს და მის წონასწორობას მსოფლიოში. სოფლის მეურნეობის განვითარება ხომ ფართო ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტად განიხილება. მოსახლეობის ზრდასა და საკვები რესუსრსებით უზრუნველყოფას შორის წინააღმდეგობა განსაკუთრებით კარგად ვლინდება, როდესაც ვსაუბრობთ მიწის რესურსების გამოყენების საკითხზე. მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების ზრდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ზრდას მოითხოვს, ასეთ დამატებით ადგილებად კი განვითარებადი ქვეყნები მოიაზრებიან.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე