ცნობილი გახდა რომ, სირიაში ქიმიური იარაღის გამომკვლევი გაეროს ინსპექტორები დღეს დაასრულებენ მუშაობას და დატოვებენ დამასკოს.
მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და სამხილებს გამოიკვლევენ ევროპის ლაბორატორიებში.
ამის შესახებ განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ფარჰან ჰაგმა და დაამატა რომ, ანალიზების შედეგებს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს წარუდგენენ, ის კი უშიშროების საბჭოს გააცნობს მათ და ასე მიიღებენ საბოლოო რეზოლუციას.
მისივე თქმით ამჟამად გაეროს ათასამდე წარმომადგენელი მუშაობს სირიაში, მათ შორის უმაღლესი კომისარი განიარაღების საკითხში ანგელა კანე.
მანვე კითხვის პასუხად აღნიშნა რომ, დღემდე დაუდგენელია თუ რომელმა მხარემ გაუხსნა ორშაბათს გაეროს ინსპექტორებს ცეცხლი.
31.08.13