ინგლისის პარლამენტის მხრიდან სირიაზე თავდასხმის რეზოლუციაზე უარის თქმის შემდეგ, ამერიკა მზადაა მარტომ განახორციელოს წერტილოვანი დარტყმები სირიის სტარატეგიულ ობიექტებზე.
თეთრი სახლის განცხადებით, ამ მიზნით ბარაკ ობამამ შეკრება გამართა კონგრესის ცნობილ წევრებთან და მათ დეტალური ინფორმაციები გააცნო სირიაში ქიმიური იარაღების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით.
ობამას თქმით ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბეშარ ასადის ძმის მაჰირ ასადის ხელი ურევია, რასაც ადასტურებენ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებანი.
დემოკრატების უმრავლესობა მხარს უჭერს სირიაზე ოპერაციას, ხოლო რესპუბლიკელები კონგრესის თანხმობას ითხოვენ.
ზოგიერთი ცნობით ამერიკა სირიას დაბომბავს 4 სექტემრისთვის როცა ობამა დაასრულებს დიდი ოციანის შეკრებაში მონაწილეობას.
31.08.13