ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა.
„ეს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.