ეროვნული ვალუტის მთელი დღის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო და ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვა 2,51-2,53 ლარად, ხოლო შეძენა 2.59-2.60 ლარად არის შესაძლებელი.
დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან სწრაფად უფასურდებოდა და გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73 მიაღწია. ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, რომ ლარის გაუფასურების რეალური საფუძველი არ არსებობს, ლარმა გამყარება დაიწყო, როგორც ბანკებში, ისე სავალუტო ჯიხურებში.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა.