თეთრი სახლის განცხადებით, ობამა ტელეფონით დაუკავშირდა თავის ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდს და ინგლისის პრემიერს კამერონს, მათ სირიის საკითხი განიხილეს.
ობამას თქმით სირიაზე სამხედრო ოპერაციის თაობაზე ჯერჯერობით საბოლოო და კონკრეტული დადგენილება არ მიუღია მაგრამ, სამაგიეროდ მუშაობენ შეზღუდულ ოპერაციაზე, რომლის დროსაც მხოლოდ ავიაციას გამოიყენებენ.
ასე რომ, ამერიკელი ჯარისკაცები ფეხს არ დაადგამენ სირიის მიწაზე.
“სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოკავშირეების, ისრაელისა და იორდანიის უსაფრთხოებას, ასევე ამერიკის საერთაშორისო იმიჯსაც.
შეიძლებოდა სირიაზე მრავალმხრივი ოპერაციის მოწყობაც, მაგრამ, არ მინდა მთელი მსოფლიოს პარალიზება“- განაცხადა ობამამ.
02.09.13