იმ დროს როცა დასავლეთი ემზადება სირიაზე სამხედრო ოპერაციისათვის, ასადი განაგრძობს კუნთების პოლიტიკის დემონსტრირებას.
გუშინ იგი კიდევ ერთხელ გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიით და გაიმეორა რომ, სირიის არმია მზად არის ყოველგვარი თავდასხმის მოსაგერიებლად და საბოლოო გამარჯევბაც მათი იქნება.
ერთერთი სირიელი სამხედრო მაღალჩინოსნის მხრიდან ინგლისური გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში კი ხაზგასმულია რომ, ამჟამად ”კამიკაძეობისათვის” მზადაა 8 ათასი პილოტი.
ამის პარალელურად სირიისადმი მხარდაჭერას კვლავ აგრძელებენ მოსკოვი და თეირანი. როგორც ირანის შეიარაღებული ძალების უფროსმა ჰასან ფირუზაბადიმ განაცხადა, თუ ამერიკა იერიშს მიიტანს სირიაზე, ამას გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ისრაელისათვის.
რუსეთმა კი რეგიონში დამატებითი სამხედრო და წყალქვეშა გემები მიავლინა.
02.09.13