საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბარბარე მოლაშვილს ოპერაცია რამოდენიმე დღეში ჩაუტარდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული, როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია, რომ ბარბარე მოლაშვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.