3 დეკემბერს შშმ პირების ანუ იგივე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა ჯამარაულის მხარდაჭერით აღინიშნა. ამ ღონისძიების მხარდამჭერი იყო ასევე წყენთის გასართობი კომპლექსი „კოპალა“, რომელიც მუდმივად მზადაა მსაგვს წამოყებებში აქტივობისთვის და, შესაბამისად, ეს არ იყო მისთვის პირველი თანამშრომლობა „განსაკუთრებულ ჟურნალთან“.
გოჩა ჯამარაული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ეს ბავშვები და ჩვენ ვართ ერთნი. ადამიანის ვიზუალური მხარე ან გონებრივ-სოციალური მგდომარეობა არაფერს არ ნიშნავს. ამ ბავშვებს და საერთოდ, შშმ პირებს, ყველაზე უფრო დიდი გული, სიყვარული, გონება, გრძნობები და ემოციები აქვთ სხვა უამრავ დადებით თვისებასთან ერთად. ეს დღესაც დავინახეთ და მე მათთან მეგობრობით ძალიან ბედნიერი ვარ. მე მათთან ვარ ყოველდღე და კარგად ვიცნობ მათ, ყოველთვის ვეხმარები სახელობის, ცემივე შექმნილი ფონდიდანაც, მაგრამ ეს მაინც მცირეა. მომავალში, უფლის შეწევნით, იმედია მოვახერხებ, რომ ამ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარო. ძალიან სასიამოვნო, სასარგებლო და მრავალმხრივად დადებითი კუთხით მიზანმიმართული ღონისძიება გაიმართა დღეს და მიხარია ,რომ მონაწილეობის მიღების საშუალება მომეცა. მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს – „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს და მის გუნდს, რომლებიც ბევრს აკეთებენ საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და რესოციალიზაცია-დასაქმებისთვის.
„მადლობა ორგანიზატორებს, „განსაკუთრებულ ჟურნალს“, „მხარდამჭერებს, მათ შორის „კოპალას“, რომლებმაც დღევანდელი ღონისძიება მოაწყვეს. თუმცა, აქაც აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ყოველდღიურად უნდა იმართებოდეს, რადგან ამ ადამიანებს ჭირდებათ განსაკუთრებული მიდგომა, დახმარება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, დასაქმება და საკუთარი ნიჭის რეალიზაცია, ეს დიდი თანადგომაა მათთვის. ასევე დიდი მადლობა ჩემს მგობარს გოჩა ჯამარაულის, რომ ამხელა ყურადღებას იჩენს შშმ პირების მიმართ, მათ ჩართულობაში. მეც ბევრჯერ მქონია შეხება ამა არაჩვეულებრივ ადამიანებტან და მათი განწყობა სრულყოფილების განცდას მიჩენს… ჩემი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა გვქონდეს ამ ადამიანებთან და მხოლოდ ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ“, – განაცხადა ღონისძიებაზე მოსულმა საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
„მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს! – ამ სლოგანით 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე აღინიშნება… და კიდევ, ჩვენი გამოცემის და მსგავსი ღონისძიებების სლოგანია – „განსაკუთრებული ჟურნალი და – შეზღუდული არაფერია“, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გამოცემა არ ვზღუდავთ და არ ვაწესებთ არანაირ შეზღუდვებს, პირიქით, ვებრძვით და ძირფესვიანად აღმოვფხვრით მსგავს სტიგმას.
შესაბამისად ამ დღისა, „განსაკუთრებული ჟურნალი“, ტრადიციულად მართავს ორიგინალურ და განსაკუთრებულ ღონისძიებას. ჩვენი საღამოები ერთმანეთს არ ჰგავს და ყოველთვის განსხვავებული ფორმატისაა, რადგან ეს მართლაც „განსაკუთრებული ჟურნალია“ და ასევე განსაკუთრებული ადამიანები არიან ამ გამოცემის ძირითადი თანამშრომელბი. ეს არის საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის გამოცემა, ყველაზე ინტეგრირებული ჟურნალი და ამავე დროს თავისუფალი, რომელიც საქართველოში პირველად გამოიცა.
ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი N349-ის დ პუნქტს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენ პრეტენზია და სურვილი გვაქვს ევროპის ოჯახის წევრობაზე. ამიტომაც, პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებს არა მარტო შშმ პირებს, არამედ ყოველ მოქალაქეს და სრულად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული. ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლება დარღვეულია, ის ქვეყანა, თავისთავად, დარღვეულია იმ მომენტისათვის და შესაძლოა მისი საბოლოოდ დაიშალოს სახელმწიფო, რადგან მან ვერ უზრუნველყო პიროვნების თავისუფლება, უფლებების დაცვა და ვერ შეძლო სხვა მოქალაქეებისთვის და ქვეყნებისთვის მიეცა მაგალითი. მუდმივად 3 დეკემბერი უნდა იყოს და ყოველთვის უნდა ვიცავდეთ შშმ პირების უფლებებს და არა მხოლოდ 3 დეკემბერს ან 14 ივნისს, მათ დასაქმებაზე და რესოციალიზაციაზე უნდა ვზრუნავდეთ.
ეს ღონისძიება მხარდაჭერილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, გოჩა ჯამარაულიდნ, რომელიც მუდმივად თანამშრომლობს „განსაკუთრებულ ჟურნალთან“ და არასოდეს ავიწყდება შშმ პირები. მას ბევრი და სანაქებო მეგობარი ჰყავს შშმ პირების სტატუსის მქონენი და ამით ამაყობს კიდევაც. გოჩა ჯამარაული საკუთარ ხელფასს არ იღებს და ამ თანხებს სრულად რიცხავს თავისივე დაარსებულ ფონდში, რითაც ეხმარება სოციალურად დაუცველ შშმ პირებს და სხვა მოქალაქეებს, ვისაც დახმარება ესაჭიროება. ეს მართლაც დიდი ადამიანობაა – ემსახურო სამშობლოს და არანაირი გასამრჯელო არ მიიღო ამის სანაცვლოდ! ასევე უმნიშვნელოვანეს თემად მიაჩნია წყნეთის გასართობ ცენტრ „კოპალას“, რომელიც უკვე მუდმივი პარტნიორი გახდა ჩვენი ჟურნალისა. იმედი მაქვს, მალე მთელი საზოგადოება გაერთიანდება შშმ პირებისა და საერთოდ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში.
წლების წინ ვთქვი და აიტაცა ეს საზოგადოებამ, რომ არ არსებობს შშმ პირი – არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი! 3 დეკემბერსაც ერთსულოვანნი ვიყავით შშმ პირების მიმართ, ამ ძვირფასი ადამიანების და საერთოდ სამოქალაქო თვითშეგნებისა და განვითარების ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ! გვქონდა ისევე ძალიან თავისუფალი, ორიგინალური და არაფორმალური ღონისძიება, ვიხალისეთ და ვაღიარეთ ყველამ ერთხმად, რომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვიდგეთ შშმ პირებისა და საერთოდ, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რადგან ადამიანის თავისუფლება, უფლებების დაცვა და თანასწორობა კანონისა და მოქალაქეობაში უზენაესი რამ არის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცამოყალიბებაში“, – განაცხადა განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თერაპიული ცენტრის დირექტორი დიანია დიანა გვიდიანმა ღონისძიების დასასრულს აღნიშნა: პირველ რიგში დიდი მადლობა „განსაკუთრებულ ჟურნალს“ ამ დღის ორგანიზებისთვის და ასევე ჩვენი რაიონის გამგებელს ბატონ გოჩა ჯამარაულს თანადგომისთვის და იმისთვის, რომ დღესაც მისი დახმარებით შედგა ღონისძიება ჩვენი ბენეფიციარებისთვის. 3 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ჩემი დიდი სურვილია, რომ ყველანი გავერთიანდეთ, დავიცვათ მათი უფლებები და ხელი შევუწყოთ მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
სულიკო ჯამალაშვილი, შშმ პირი: ჩვენი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ორგანიზაციები ცდილობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვას, ეს მაინც არ არის საკმარისი, რადგან სახელმწიფო არ იღებს მონაწილეობას. არც ბიზნესმენები ინტერესდებიან ამ თემით. მთავარი პრობლემა მაინც მატერიალურია. 180ლარიანი პენსიით ვერც მომვლელს იყოლიებ და ვერც ნორმალურად ცხოვრებას შეძლებ. ამიტომ პირველ რიგში პენსიის გაზრდაა აუცილებელი. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა არაადაპტირებული გარემო. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რაც უფრო მეტი ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, მით ადვილად და მალე გაიზრდება ჩვენი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
იოსებ ქუმელაშვილი, „განსაკუთრებული ჟურნალის“ კორესპონდენტი გორში: დღევანდელი დღის აღნსანიშნავად სხვადასხვა ადგილებში იმართება ღონისძიებები, მათ შორისაქ, თბილისში, წყეთის „კოპალაში“. მეც მეორე წელია რაც „განსაკუთრებული ჟურნალის ორგანიზებულ ღონისძიებებში ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მიხარია. რაც შეეხება პრობლემებს, უპირველესი და უმთავრესი მაინც გარემოს სრული ადაპტაციია. ჩვენც გვინდა სურვილისამებრ სახლიდან გამოვიდეთ და ჩვენ გემოზე შევიდეთ კაფეში, მაღაზიაში, ბიბლიოთეკაში, მაგრამ ეტლით ამის გაკეთება ძალიან რთულია საქართველოს დღვანდელ ქუჩებში. თუმცა ადრინდელტან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, რადგან უფრო თავისუფლად გადავადგილდებით. შემდეგ მოდის დასაქმების პრობლემა, რაც მთლიანად ქვეყანას აწუხებს და არა მხოლოდ ჩვენ და ეს გვესმის, რომ ასე იოლად ვერ გადაწყდება ეს პრობლემა… ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენს მიმართ არსებული სტეროტიპების დამსხვრევა. სხვანაირად რთული იქნება გარემოსთან ადაპტაცია და ჩვენი ცართულობა ქვეყნის სასიკეთოდ.
ღონისძიების დასასრულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თერაპიული ცენტრის ყველა თანამშრომელს, გოჩა ჯამარაულს და მიხეილ ყაველაშვილს გადაეცა სიგელი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ხელს აწერდნენ ნუგზარ ჭიაბერაშვილი, გოჩა ჯამარაული და სოსო ქუმელაშვილი – აქაც ინტეგრირება და ჭანასწორობა გახლდათ უმნიშვნელოვანესი.