“მარტო ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ უცხოეთში, ისინიც უნდა ჩამოვიდნენ აქ. ეს პროცესი, რომ ორმხრივი და სრულფასოვანი იყოს, ქართული ენის შესწავლაშიც ისევე გამართული მეთოდოლოგიით უნდა მოვამზადოთ ისინი, როგორც უცხოეთში გვხვდებიან. ონლაინ-სწავლება არის ყველაზე ეფექტური და ფართო აუდიტორიაზე მორგებული”. ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ-კურსების ინოვაციურ პროექტზე ილიაუნის პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “შუა დღის” ეთერში ისაუბრა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც დავიწყეთ ეს პროექტი, არის კვლევის ინტერნაციონალიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი, ბიზნეს-წრეები. მათ უნდა მივცეთ ელემენტარული რესურსი, რომ ისწავლონ ქართული ენა. უცხოეთში ქართული დიასპორისთვის ხშირად ქართული მეორე ენაა და ეს პროექტი მათთვისაც მნიშვნელოვანია.”
მანანა ღოღობერიძე