9 დეკემბერს, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ლართან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა: „ის ინიციატივა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაჟღედა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ, ლარებში მეტი სესხების გაცემას ხელს შეუწყობს. ბუნებრივია, ეს, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლებს მეტად დაიცავს. ეს შეთავაზება ბანკებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი რისკების შემცირებასაც შეუწყობს ხელს“.
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ბანკის წინააღმდეგ გამოთქმული ყველანაირი ბრალდება უარყო და ჟურნალისტებს ამ პროცესთან დაკავშირებით ბანკის პოზიცია გააცნო:
„კეტეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ვარდნა ლართან მიმართებაში, უპირველეს ყოვლისა,კომერციულ ბანკებს აზიანებს. რამეთუ, კომერციული ბანკების კაპიტალი უცხოეთში დოლარში ითვლება, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ამ თემებთან დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ, ეს სათამაშო თემა ნამდვილად არაა“.
ნინო ზარიძე