თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, – პროექტი „საქართველოს სახელმწიფოელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარებისბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ.
“მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოსენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურისმშენებლობის დასრულება.
“ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა“ და საქართველოს მთავრობის ათწლიანიელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე,საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადაყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მთავრობის პარტნიორ სხვასაფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის – KFW-ს, მსოფლიო ბანკსა დაევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.
“ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნისენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფროგანამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას”, – აღნიშნაგიორგი კვირიკაშვილმა.
„მარნეული 500“-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური”მარნეული-500″-ის აშენებით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარისღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც “აზიის განვითარების ბანკის” (ADB)ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ საზარელ ტერორისტულაქტთან დაკავშირებით და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობაგამოუცხადა. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.