,,ევროვიზიაზე” მოსახვედრად არაერთი ქართველი მუსიკოსი იბრძვის, მათ შორისაა, ტრიო ,,მანდილი”, რომლის საკონკურსო სიმღერამაც საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური – სამი ქართველი გოგონა პოპულარული გახდა მუსიკალური ვიდეოსელფით, რომელიც მათ 2014 წლის 5 აგვისტოს გადაიღეს და განათავსეს ინტერნეტში. დაახლოებით ც ორ კვირაში კი ვიდეორგოლმა მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა.
ტრიომ წელს ალბომი With Love ჩაწერა, რომელშიც შესულია ორიგინალი, ქავერი და ფოლკლორული სიმღერები საქართველოსა და სიყვარულზე.
გოგონები მიწვევებს იღებენ სხვადასხვა პოპულარული ტელე და რადიო გადაცემებიდან. ისინი უკვე იყვნენ ფოლკლორული მუსიკის პრესტიჟულ ფესტივალებზე ბელგიასა და პოლონეთში. კონცერტები ჰქონდათ უკრაინაში, ბულგარეთში, რუსეთში, ყაზახეთსა და თურქეთში.
საკონკურსო სიმღერა – “მე და შენ” (კომპოზიტორი – ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი).
საკონკურსო სიმღერა: https://soundcloud.com/user-679081112
ნატალია ჯალაღონია