„ემბრიონის გენეტიკურ კვლევას ხშირ შემთხვევაში 35 წელს გადაცილებულ ქალებს ვთავაზობთ, რომლებიც სამწუხაროდ რეპროდუქციული მიზნებისთვის უკვე ხანდაზმულად ითვლებიან, განსაკუთრებით 38 წლის შემდეგ“. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და გენეტიკური კვლევის მნიშვნელობის შესახებ ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ემბრიოლოგმა ლიკა ჭტონიამ „რუსთავი 2“-ზე, სატელევიზიო შოუ „ექიმების“ ეთერში ისაუბრა.
„რეპროდუქციული გენეტიკის კვლევამ რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. უკვე ყოველთვის არ გადაგვაქვს ემბრიონი ქალის საშვილოსნოში, რასაც ხელოვნურ განაყოფიერებას ვეძახდით, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ ემბრიონზე გენეტიკრი კვლევის ჩატარება. ფიზიოლოგიურადაც ორგანიზმში არსებული ემბრიონების დიდი ნაწილი არ არის სიცოცხლესთან შეთავსებადი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ იმ ემბრიონების 70 %, რომელთა ჩასახვაც მოხდა, არ იყო სიცოცხლესთან შეთავსებადი და საჭირო გახდა აბორტი . გენეტიკურ პათოლოგიებს მიეკუთვნება დაუნის სინდრომი, პატაოს სინდრომი, რომელიც სიცოცხლესთან შეთავსებადია, მაგრამ ძალიან მძიმე დაავადებაა,“-განაცხადა ლიკა ჭყონიამ.
მანანა ღოღობერიძე