საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმი – „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS -ის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. გამარჯვებული 2017 წლის იანვარში გამოვლინდება.
ფილმი დაფინანსებულია „მარანი ხეცურიანი“-ს მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი
რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე
სცენარის ავტორი – თამარ ბართაია
დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე
აღმასრულებელი პროდიუსერი – ჟანა სარდლიშვილი
მთავარ როლში – რევაზ ხეცურიანი
აღსანიშნავია, რომ ფილმს უკვე ორი პრიზი აქვს მიღებული: ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული, ხოლო საფრანგეთში OENOVIDEO ღვინის კინოფესტივალზე , როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმი ნომინირებულია ასევე BARCELONA PLANET FILM FESTIVAL-ის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზზე.