ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ყოფილ პრეზიდენტს მოჰამედ მურსის და მასთან ერთად ”მუსლიმანი ძმების” 14 მაღალჩინოსანს, ბრალს წაუყენებენ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტის სასახლის წინ მოედანზე ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის წარმოქმნილი შეტაკების პროვოცირებაში და ამ ბრალდებით გაასამართლებენ.
ხსენებული მოვლენა 2012 წლის 4 დეკემბერს მოხდა და 10 კაცი დაიღუპა, დემონსტრანტები აპროტესტებდნენ მურსის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრას და მას ავტორიტარიზმში სდებდნენ ბრალს.
მურსის ბრალი ედება ასევე ციხის ზედამხედველების დაღუპვასა და ჰამასთან თანამშრომლობაშიც.
მიმდინარე წლის 3 ივლისს სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილი მურსი შინაპატიმრობაშია აყვანილი და მასთან ერთად დააპატიმრეს ”მუსლიმანი ძმების” 2 ათასამდე აქტივისტიც.
03.09.13