“სამომხმარებლო ტარიფები დიდი ალბათობით უცვლელი ვერ დარჩება. ლოგიკურია, რომ ასეთი გაუფასურების ფონზე ტარიფები უნდა გადაიხედოს.უკვე არის ამის ნიშნები”. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ჩემი ვარაუდით ალბათ გაძვირდება და მძიმე გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე. მოთამაშეებს ბაზარზე ხარჯები გაეზარდათ, შესაბამისად ზეწოლა იქნებია ფასების გაზრდაზე. ლარი არ უფასურდება იმ მიზეზის გამო, რომელსაც ოფიციალური ხელისუფლება აცხადებს. თითქოს თურქული ლირის გაუფასურება და საერთაშორისო დოლარის გამყარება არის მიზეზი, ეს ასე არ არის. ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ყველა ის ფაქტორი,რაც ქმნის მოთხოვნას დოლარზე და დოლარის მიწოდებას. ყველა ეს ფაქტორი კარგად აისახება ეკონომიკურ ზრდაში. თუ დავაკვირდებით ტემპს, დავინახავთ,რომ ეკონომიკა საქართველოში თითქმის არ იზრდება. შესაბამისად არ იზრდება არც დოლარზე მოთხოვნა. ინტერვენციამ არ იმუშავა იმიტომ, რომ ლარი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. ეს ეროვნულმა ბანკმაც აღიარა. 40 მილიონი დოლარის იტერვენციით მოლოდინებს ვერ მართავს.
მთავრობამ რომ თავისი დაანონსებული 10-პუნქტიანი გეგმით ისე, რომ არ შეუთანხმდა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და უცბად, მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე დაიწყო ცვლილება, გამოიწვია დოლარზე ჭარბი მოთხოვნა. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი გაუგებარი ტერმინებით საუბრობს და არ ესაუბრება საზოგადოებას. ლარის კურსი უნდა დავივიწყოთ,ფასებ ს ვუყუროთ, მსგავსი მესიჯები კიდევ უფრო მეტად აბნევს ადამიანებს. ეს უარყოფითად მოქმედებს მოლოდინებზე”-განაცხადა აკაკი ცომაიამ.