ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-ბაზრობის შესახებ გამოფენის ორგანიზატორმა, ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„გამოფენა ბუკიას ბაღში, პეკინის გამზირზე, შაბათ-კვირას დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. მსოფლიოში პროდუქტის 70 % მცირე მეწარმეების, მეურნეების მიერ არის წარმოებული, ისინი აწარმოებენ მრავალფეროვან პროდუქციას. ეს პროექტი ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება, აქცენტი კეთდება ქალ ფერმერებზე, გვყავს ქალი ფერმერების კოოპერატივი, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან გამოფენაზე. იმ ფერმერებთან, რომლებიც გამოფენაზე იქნებიან წარმოდგენილნი, ყველასთან ჩადის ჩვენი კონსულტანტი და ვიცით მათი წარმოების მეთოდები, ისინი ხარისხის კონტროლით არის შემოწმებული.
გამოფენის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრმა ელენე შატბერაშვილმაც ისაუბრა.
„გამოფენა-ბაზრობა მესამედ იმართება, 53 ფერმერი გვეყოლება საქართველოს ყველა კუთხიდან და გვექნება ყველა სახის ხორაგი და ნობათი. იქნება ადგილობრივი პროდუქტების დიდი მრავალფეროვნება. ეს იქნება წინასაახალწლო საზეიმო გამოფენა, იგეგმება ასევე შემეცნებითი ბაზრობა-აქცია“.
მანანა ღოღობერიძე