„სახიფათო“ და „არასტაბილური“, ასე შეაფასეს ტვიტერზე დონალდ ტრამპის პოსტი.
22 დეკემბერს, ტრამპმა თავის ტვიტერზე დაპოსტა,რომ აშშ უნდა გაძლიერდეს, მისი პოსტის მეორე ნახევარი ეხებოდა ბირთვულ იარაღს. „აშშ-მ მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს და გააფართოვოს თავისი ბირთვული შესაძლებლობები“.
როგორც ჩანს, ტრამპი შეცვლის აშშ-ს ათწლეულების ბიპარტიზანულ პოლტიკურ კურს, ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ, რამდენიმე ათეული წლის წინ, აშშ რუსეთთან ერთად მუშაობდა ბირთვული არსენალის შემცირების თაობაზე.
რიჩარდ ნიქსონი, ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ უფროსი ბუში, ბილ კლინტონი, ჯორჯ უმცროსი ბუში და ბარაკ ობამა, ეს იმ პრეზიდენტების ჩამონათვალია,რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ იმ შეთანხმებებისთვის,რომლებიც მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებას შეუწყობდა ხელს.
უახლესი მონაცემებით, აშშ-სა და რუსეთს,დაახლოებით, 7000 ბირთვული ქობინი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ ტვიტერის პოსტია, ფიქრობენ რომ ტრამპის მოღვაწეობა ბირთვული იარაღის გაფართოების პარალელურად გაგრძელდება.
ტრამპის გუნდის წარმომადგენლის ჯეისონ მილერის თქმით, ტრამპის ეს განცხადება ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული ორგანიზაციების დანაშაულებრივი ქმედებებზე პასუხია.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, ბირთვული იარაღის პოლიტიკის შემსწავლელი, პლუშერის ფონდის პრეზიდენტი ჯოზეფ ცირინციონი. მისი თქმით, ეს მხოლოდ ტვიტერის პოსტია და არ უნდა აღვიქვათ ასე მტკინვეულად. „აშშ-ში მუდმივად საუბრობდნენ პოლიტიკურ წრეებში ბირთვული იარაღის გაფართოებაზე, ამდენად ჩვენთვის ეს აზრი,როგორც იდეა, სიახლეს არ წარმოადგენს. მაგრამ თუ პრეზიდენტი მათ დაეთანხმება და დაიწყება ქობინების და მისიების რაოდენობის ზრდა, ჩვენ ბევრ ახალ და სახიფათო ტერიტორიაზე შებიჯებაც მოგვიწევს“.
ტრამპის ეს პოსტი ორ კითხვას ბადებს: ნუთუ, ის შეეცდება აშშ-ს პოლიტიკური კურსის რადიკალურ ცვლილებას და მეორე, შეძლებენ კი ის და მისი გუნდი ასეთ რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და განხორციელებას?!
ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის არის,რომ ბირთვული იარაღის გაფართოებაზე მეტად სერიოზული „დაბრკოლება“ ტრამპისთვის და მისი გუნდისთვის საერთაშორისო თანამეგობრობა და ის განწყობილებებია,რასაც მომავალი პრეზიდენტი უკვე ბადებს.
ექსპერტების აზრით, ტრამპის პოსტის შინაარსი სიახლე არ არის, მათი თქმით, ჯერ კიდევ, არჩევნებამდე მომავალი პრეზიდენტი ბირთვული არსენალის განახლებას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გაკეთებული განცხადებებითაც უჭერდა. მის განცხადებებში ხშირად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ რუსული ბირთვული შეიარაღება ამერიკულზე უფრო სწრაფად გადიოდა მოდერნიზებას.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე