25 დეკემბრიდან NBA-ს ,,ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულების შერჩევაზე ხმის მიცემა დაიწყო. წინა წლის მსგავსად, , ,,გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი – ზაზა ფაჩულია ხმის მიცემაში მიიღებს მონაწილეობას.
,,ოლ სტარზე” კალათბურთელთა არჩევის წესი ნაწილობრივ შეიცვალა – კალათბურთელთა 50%-ს გულშემაკტივრები ირჩევენ, ხოლო 25-25% ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.
2017 წლის ,,ოლ სტარზე” ზაზას ფაჩულიასთვის ხმის მიცემა ოთხი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:
- Facebookპოსტი: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
- Twitterპოსტი: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
- Google-ის საძიებო ველში ვწერთ NBA Vote All-Star, შემდეგ წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden state-ს, კალათბურთელებიდან, კი ზაზა ფაჩულიას. ( ხმის მიცემა ხდება 24 საათში ერთხელ.)
- nba.com/voteსაიტზე რეგისტრაცია. ( ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ.)
შესაძლებელია, ოთხივე საშუალების გამოყენება ერთი დღის განმავლობაში.
ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება.
ნატალია ჯალაღონია