ალბათ, ძნელია დაიჯეროთ ისეთი ადმიანის არსებობა, რომელიც მუდამ სხვის გახარებაზე, ბედნიერებაზე, დახმარებაზე ფიქრობს. რომელსაც სიკეთის კეთება უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს. აბედნიერებს და ახარებს მათი ღიმილი. დიახ, ასეთი ადამინი არსებობს და ის – გულია მუსტაფაევაა. საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე. მართალია ეს ორგანიზაცია სულ რაღაც ერთი წელია რაც შეიქმნა, თუმცა გულია საკუთარი სახსრებით ყოველთვის ეხმარებოდა აზერბაიჯანელ ბავშვებსა და ქალებს და არა მხოლოდ მათ. ეხმარება განათლების მიღებაში, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებასა თუ საკუთარი თავის პოვნაში. უყვარს ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით დილა და მზე უყვარს. იცის, რომ ყოველი დღე მისთვის კიდევ ერთი ბედნიერების მომტანი იქნება. უყვარს ბედნიერებაც და ამ ბედნერებას ეძებს ყვლენგან. ასეთია აზერბაიჯანელი ქალბატონი, რომლიც „თბილისი თაიმსს“ ვრცლად ესაუბრა, მისი პერსონის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
მოგვიყევით თქვენზე, რამდენი ხანია რაც საქარველოში ცხოვრობთ?
– მთელი ჩემი ცხოვრება აქ ვარ და სხვა რომელიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანშიც კი ვერ წარმომიდგენია არსებობა. დედაჩემი და მამაჩემიც აქ დაიბადნენ, საქართველოს მოაქალაქეები არიან. ამიტომ, ამ ქვეყნის სიყვარულით ბევრ ქართველს არ ჩამოვუარდები. დავიბადე თბილისში. სამწუხაროდ, მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა, დედა თავის მშობლიურ სახლს დაუბრუნდა მეიდანზე და მას შემდეგ იქ ვცხოვრობდით. დავამთავრე აზერბაიჯანული სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავედი მოსკოვში და ჩავაბარე „მოსკოვის საინჟინრო ინსტიტუტში“, მექანიკურ ფაკულტეტზე. ძალიან აქტიური ბავშვი ვყოფილვარ და სკოლაშც აქტიური ვიყავი. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაც საქმეების მოწესრიგება, მოგვარება და ზოგადად ორგანიზება.თვრამეტი წლის გავთხვდი და ახლა ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს. ახლა სომხური ეკლესიის ეზოში ვცხოვრობ. ჩემი შვილები აქ დიბადნენ და ისე გვიყვარს ეს ადგილი, ვერ ვშორდებით. იმდენად მიყვარს ეს მყუდრო, ძველი სახლი, რომლიდანაც მთელი თბილისი არაცეულებრივად ჩანს, ამ სახლის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.
როდის გადაწყვიტეთ თქვენი საქმიანობისთვის ორგანიზებული ფორმა მიგეცათ და ასოციაცია დაგეარსებინათ?
– ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებდი გასვლას, სააზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩემს მეუღლეს არ უყვარდა, არ მოსწონდა აქტიური რომ ვყოფილიყავი, არ მაძლევდა იმის ნებას, რომ მემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმუშაობდი, ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს და თუნდაც უცხოებს, ვინც მეტყოდა რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. იმ დროს ძალიან უჭირდათ ქართული მეტყველება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და ყოველთვის ვეხმარეობოდი მათ.
ამან მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შემექმნა ორგანიზაცია, რათა უფრო ფართო და მასშტაბური სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის. ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში ვეხმარებოდი ჩამოსულ ბავშვებს, აზერბაიჯანელებს, რომელთაც ენის ან ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ.
როდის ჩამოყალიბდა ორგანიზაცია და ვინ დაგეხმარათ მის დაარსებაში?
– ჩემი ორგანიზაცია 2015 წლის პირველ დეკემბერს დავარეგისტრირე. დავარეგისტრირე იმიტომ, რომ შემძლებოდა ყველგან მეთქვა ჩემი სიტყვა, ჩემი სათქმელი. უნდა იყო რაღაც ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ დაბრკოლების გარეშე აკეთო საქმე, უფრო მეტმა გაიგოს, რომ შენ არსობობ. არსებობს ბევრი აქტიური ქალი და მათაც შეუძლიათ ჩართვა და საყვარელი საქმის კეთება. მარტო ჩემს აზერბაიჯანელებს კი არა, ნებისმიერ ადამიანს დავეხმარო, დავეხმარო განათლების მიღბაში. ჩემი შვილი იყო ჩემი ერთგული მხარდამჭერი. შემიძლია ვთქვა, რომ თუ არა მისი ასეთი დახმარება, გვერდით დგომა და წახალისება, მე ალბათ დღემდე ვერ შევძლებდი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ჩემმა შვილმა მითხრა „დედა, შენ ბევრი რამ შეგიძლია, შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ შეგიძლია სხვასაც დაეხმარო ინტეგრაციაში. დაანახვო, რომ აუცილებელია გახდე უფორ აქტიური, შეიცვალო ცხოვრების წესი. თუ გინდა უნდა გააკეთოო“.
მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომელთაც თქვენი ასოციაცია ატარებს.
– დღეს ორგანიზაციას ჰყავს დაახლოებით სამოცდაათი წევრი. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე აზერბაიჯანელები. თითოეულმა მათგანმა შეძლო, დაძლია საკუთრი შიში, დაძლია ოჯახური წინააღმდეგობა და მოვიდა ჩვენთან. ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ.
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრების ოთახი და იქ ვატრებთ შეხვედრებს. ვცდილობ, დავეხმარო ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, მიმყავს მუზეუმებში, თეატრში, კინოში. ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს და სემინერებს განათლების მნიშვნელობის, კულტურის, ადრეული ქორწინების შესახებ. ინკრემენტული გზით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ახალგაზრდობა განვითრდეს და შევუქმნათ პროგრესი და ისეთ გარემო, რომელშიც თავს უკეთ იგრძნობენ.
ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, „ქარბატონო გულია, თქვენი ორგანიზაციის გაჩენის შემდეგ, ძალიან ბევრ ქალს გაუჩნდა სურვილი, გამოვიდეს საზოგადოებაში და აკეთოს საყვარელი საქმე, ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ“. მეც დიდი ბედნიერებას მანიჭებს, თუ ასე ვეხმარები მათ.
როგორც ცნობილია, თქვენი ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიასთან“ ერთდ ხშირად მართვს გამოფენა-გაყიდვებს. ვის ეხმარებით შემოსული თანხით?
– ახლაც გავმართეთ ერთ-ერთი გამოფანა გაყიდვა. ყიდიან ხელით ნაკეთ ნივთებს და ამ ფულით ვეხმარებით ქალებს და აზერბაიჯანელ გოგოებს განათლების მიღებში. რადგან, ვფიქრობ, მთავარია ადამიანს ჰქონდეს განთლება, თავისი თავი რომ იპოვოს ცხოვრებაში. მე ვცდილობ ხელი შევუწყო იმ ქალებს, რომელთაც საკუთრი თავის რელიზება არ შეუძლიათ. ძალიან მინდა, რომ ბევრმა გაიგოს, რომ ჩვენ ვარსებობთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქალები საზოგადოების აქტიური წევრები გახდნენ. ჩემს ორგანიზაციას ჰქვია „საქართვლეოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია“, ბევრს ჰგონია, რომ აქტიურ ქალებს ვეძებ, პირიქით ჩემი მიზანი, ქალების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა და მათი გააქტიურებაა. ჩემი ორგანიზაციის ლოგო, რომელიც მე შევქმენი, ასახავს თუ რაოდენ ბევრი რამ შეუძლია ქალს.ლოგოზე ქალს ხელები აქვს ხესავით გაშლილი. მასზე არსებული თითოეული ფოთლები აღნიშნავს იმას,თუ რა შეუძლია ჩვენ.
გარდა ორგანიზაციის საქმიანობისა, რას აკეთებთ თვისუფალ დროს?
– ძალიან მიყვარს კულტურა, ხელოვნება. თავისუფალ დროს დავდივარ თეატრში, გამოფენებზე, კონცერტებსა თუ მუზეუმებში. მე თვითონ უნდ ვნახო, გავეცნო და ვიცოდე ყველაფერი, შემდეგ იქ ბავშვები რომ წავიყვანო. ასევე ძალიან მიყვარს მუსიკა და შემიძლია თვისუფალ დროს, მთელი დღის განმავლობაში ვუსმინო. ეს ძალიან მეხმარება დასვენებაში.
მიყვარს – ყველაფერი
მიხარია – დღეს რომ ცოცხალი ხარ, ის მიხარია. მიხარია ვიღაცის ღიმილიან სახეს რომ ვხედავ
ვოცნებობ – აყვავებულ საქართველოზე
მეშინია – არაფრის
ვგრძნობ – სიყვარულს, სიხარულს
შემძლია – ყველაფერი
მრცხვენია – ყველგან, რომ ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ
მწავს – ღმერთის
ვინახავ – საიდუმლოებს
მწყინს – ბევრს არ უნდა რომ იყოს ბედნიერი. ხალხი ვერ იფერებს სიცოცხლეს
ის რისი თქმაც მინდა/მინდოდა – ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვიყოთ ბედნიერები. ყველაფერი ჩვენს ხელშია
თქვენი საშუალებით მინდა ვთქვა – გავერთიანდეთ უკეთესი მომავლისთვის! გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ – ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები
ის რის/ვის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია – ჩემი შვილების გარეშე
ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში – ის რომ ვარ პოზიტიური
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ყველაზე მეტად ვამბობ -საყვარელო
ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი – ანა კარენინა
რას თხოვდით ოქროს თევზს – მშვიდობა, ჯანმრთლობა და ბედნიერება
საყვარელი გმირი რეალურ ცხოვრებაში – დედა
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ძალიან მინდა იმ სოფლებიდან რომელშიც, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ჩამოვიყვანო ბავშვები. ვაჩვენო, თუ როგორ განვითარდა დრო, როგორ მოხდა აზერბაიჯანელი მოსხლეობის ინტეგრაცია. არ მინდა, რომ ჩაიკეტონ საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებში. მინდა იცოდნენ, რომ თუ თვითონ მოინდომებენ ყველაფერს შეძლებენ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ მომავალი აქვთ. უნდა დავეხმაროთ, რომ საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერთონ. გოგოებზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ გოგოები ზარალდებიან ყველაზე მეტად, ყველაზე მეტად ისინი განიცდიან ჩაგვრას ან შევიწროვებას. ასევე ძლიან მინდა გავაკეთო ისეთი ადგილი, სადაც ქალები შეძლებს მოსვლას, დასვენებას, მოუსმენენ მუსიკას, წაიკითხავებ წიგნებს და ცოტა ხნით მაინც შეძლებენ აკეთონ ის, რაც მათ სურთ.
მარიამ ლეკიაშვილი