„ამ არჩევნებით მოხდება დიდი ლუსტრაცია ბორდის, ხელისუფლების. თუ დირექტორი გავხდები, პირველ რიგში იმ პრობლემებს ჩავხედავ, რომელიც სწორედ მენეჯმენტიდან არის შექმნილი“. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„ის სანდოობა, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობით მოვიპოვე, მინდა რომ პირდაპირ გადავცე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს აუცილებლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობას, ყურებადობას, რეიტინგს. მე ეს აქტივი გამაჩნია და მინდა ეს აქტივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე გადავდო. იმისთვის, რომ ეს მაუწყებელი იყოს ასოცირებული იმ კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე ეს ნდობა აქვთ მოპოვებული“–განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე