იერუსალიმის ცენტრში სატვირთო მანქანა ბულვარზე ფეხითმოსიარულეებში შევარდა. საგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, დაშავებულთა რიცვხი 15-ს აღწევს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა
ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციის წარმომადგენელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.