„პოლიციელების რიგებში შეიძლება, რომ იყვნენ პიროვნულად მოძალადე ფსიქოტიპები და მათ გასანეიტრალებლად სპეციალისტების ჩართვა არის აუცილებელი. არ ვიცი ჩემი კოლეგები რატომ არიან დაშინებულები და ვერასოდეს წერენ იმას, რაც არის. არ ვიცი ეს არის თვითცენზურა თუ საკუთარი თავის დაშინება“. გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე და პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტების გახშირებაზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა.
დასკვნა დავასრულე, გადავეცი გიორგი გასვიანს. ის დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომელიც მარცხენა ხელის მიდამოში აღინიშნებოდა, მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ასევე მცირე ზომის სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალის კუთხესთან. მარცხენა მხრის მიდამოში ასევე აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მას აქვს ტკივილი, ხელის მოძრაობა უჭირს. მას ექიმებმა დაუნიშნეს მკურნალობა. ყველა დაზიანება მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული. იარაღი იყოთუ არა ვერ ვიტყვი. მაიდენტიფიცირებელი კვალი, რომ იარაღზე მიუთითებდეს, არ არის.
უხშირესად არის შემთხვევები, როდესაც ექსპერტიზისთვის მოდის დაკავებული, ბრალდებული ადამიანების სხეულის დაზიანებები. ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაში ასეთი ფაქტები ზედიზედ მოხდა და შეიძლება გახშირებულიც დავარქვათ. თუ მოძალადე პოლიციელებზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა,“–განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე