კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ააიპ „კონკურენციისსამართლისა დამომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმისშესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საკითხი Booking.com-ის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტსეხებოდა, კერძოდ – ხელშეკრულებაში არსებული ე.წ. “MFN პირობების“ შეუთავსებლობას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააგენტომ თვე-ნახევრიანი წინასწარიადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა – გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია მოპასუხე მხარისგან,საქართველოში მოქმედი სასტუმროებისგან; Booking.com-სა და ქართულ სასტუმროებს შორის გაფორმებულიხელშეკრულებების პირობები შეისწავლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა გააანალიზა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას Booking.com-ის სახელშეკრულებო პირობებით საქართველოს ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანისშესახებ. სააგენტოს მიერ გამოკითხული ეკონომიკური აგენტებისაგან არც ერთს გამოუთქვამს უკმაყოფილება Booking.com-ის საქმიანობასთან მიმართებით; პირიქით, მათი უმრავლესობა Booking.com-ს საკუთარიმომსახურების საჯაროდ შეთავაზების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს და ქართული ტურისტული ბიზნესისგანვითარებაში აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.
მნიშვნელოვანია, რომ Booking.com-მა სამართალდარღვევის არსებობა კატეგორიულად უარყო, თუმცა გამოთქვამზადყოფნა, ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული სავალდებულო პირობები საქართველოს ტერიტორიაზეცნებაყოფლობით გაავრცელოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე Booking.com-ი ოპერირებას იმ პირობებითგააგრძელებს, რომლებიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების მიერ დადგენილი დააპრობირებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, მოკვლევისდასაწყებად, გონივრული ეჭვი არ არსებობს. ამასთან, სააგენტო გეგმავს,მოქმედი ეკონომიკური აგენტებისსაქმიანობის საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ბაზრისმონიტორინგი განახორციელოს.