სირიაში კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების დაწყებიდან 6 წელი გავიდა. ეს არის კონფლიქტი, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეიწირა და ათ მილიონზე მეტი ადამიანი მოსწყვიტა საცხოვრებელ ადგილს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის, ირანისა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა, მხოლოდ დროებითია და სამწუხაროდ, კონკრეტული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.
სირიის ხელისუფლება, შეთანხმების მიუხედავად, პოლიტიკური წნეხის ქვეშ ამყოფებს ოპონენტ დაჯგუფეფებსა და მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მთავარ პარტიებს კონფლიქტის ესკალაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს ფაქტი კი პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა და მისმა რუსმა და ირანელმა მოკავშირეება ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად გამოიყენეს და ოპოზიციურ პატიები ტერორიზმში დაადანაშაულეს.
ასადს კონტროლი დაკარგული აქვს სირიის ტერიტორიის ორ მესამედზე, სირიელი სამხედროები კვლავ აგრძელებენ მოსახლეობის შევიწროვებას, გაუპატიურებას, დახვრეტას, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მათ მხოლოდ ფორმალურად შეეხო, ციდან ბომბები არ ცვივა, თუმცა ქუჩებში სირიელი სამხედროები დადიან.
საერთაშორისო საზოგადოება მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. გაეროს განცხადებით, მშვიდობის დამყარების ალეპოსეული „მოდელი“ მიუღებელია. მოსახლეობა შიმშილობს, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებზე, ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა ალეპო და იდილბის პროვინციაში გადადის,თუმცა უსაფრთხოდ არც იქ არიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამბობენ,რომ იდილბის პროვინციაში, რომელსაც არაოფიციალურად ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს, არსებულ ოპოზიციურ ძალებს პრეზიდენტი ასადი დაუპირისპირდება. მეორე ნაწილის თქით, პრეზიდენტს არ აწყობს ამ ტერიტორიებზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომი და პროგნოზებს ილდიბის პროვინციაში ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით სკეპტიკურად აფასებენ.
თუ ასადის რეჟიმი დაემხო, სამწუხაროდ, სიტუაცია სირიაში მაინც არ შეიცვლება. ისლამური სახელმწიფო, რომელიც ამ არეულობას შესანიშნავად იყენებს, კვლავ გააგრძელებს სირიის ქალაქების დამორჩილებას და მათ შევიწროვებას. ალეპოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, დაძაბული სიტუაცია ISIS-მა შესანიშნავად გამოიყენა და ქალაქ პალმირას შეუტია. ეს არც გაჭირვებია. ასადისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მაშინ ალეპოსკენ იყო მიმართული.
ყველაფერი 6 წლის წინ, 2011 წლის მარტის თვეში დაიწყო. დერააში ოპოზიციური ძალების მიერ კედლებზე ანტისახელისუფლო წარწერებისა და ლოზუნგების გაჩენის შემდეგ, პოლიციამ მათი ნაწილი დააკავა და სასტიკად აწამა. დერააშის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს, აქციების პარალელურად მიმდინარეობდა შენობების დარბევა, რის პასუხადაც,სამხედროებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ასადის რეჟიმის რღვევა და სამოქალაქო ომი ერთდროულად დაიწო. თურქეთში გაქცეული გენერლების მიერ შექმნილმა დაჯგუფებამ „სირიის თავისუფალი არმია“ მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო იერიშები დაიწყო.
სირიაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ომი ოპოზიციის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“, „ისლამურ ფრონტსა“ და მოკავშირე დაჯგუფებას „ალ-ნუსრას“ აქვთ. სამთავრობო ძალებს კი ირანი, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ეხმარება.
ნეიტრალური ქვეყნების ჰუმანიტარული მხარდაჭერის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება და მშვიდობის გარეშე, საზოგადოების მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიზირებული და დროებითი იქნება.
სირიაში კიდევ შემორჩენილია ათეულობით ალყაშემორტყმული ანკლავები, მათ შორის დამასკოს რეგიონის ნაწილი, სადაც 250 ათასი ადამიანი 4 წელია ბლოკირებულია. მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების რიცხვის ზრდა. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან და რეგიონის სხვა მოთამაშეებთან უნდა ითანამშრომლოს და დააყენოს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება და რაც მთავარია, დროულობა.
წყარო: cnn.com
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე