1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7403 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7403 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9023 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები დღეს შევიდა ძალაში.