საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.
დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანორახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს.
გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, მიწვეულია, მსოფლიო ტურიზმის სავაჭრო გამოფენის მონაწილეების პატივსაცემად, ესპანეთის მეფისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით გამართულ მიღებებზე.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებიან.
გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურფორუმში მიიღებს მონაწილეობას. წელს, ფორუმი იმართება დევიზით – “პასუხისმგებლიანი ლიდერობა” და მისი წამყვანითემა იქნება “მეოთხე სამრეწველო რევოლუცია”. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკურიწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივიპოლიტიკური შეხვედრები.