მიმდინარე მოვლენების გამო ყოველ 15 წამში ერთი სირიელი ტოვებს სირიის საზღვრებს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ლტოლვილთა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია. მათ შორის 52% 17 წლამდე მოზარდია.
სააგაენტოსვე ცნობით, ყოველდღე დაახლოებით 5 ათასი სირიელი ტოვებს ქვეყანას. ერთი წლის წინ სირიაში რეგისტრირებულ ლტოლვილთა რაოდენობა კი მხოლოდ 230,671 იყო.
ლტოლვილთა 97%-ზე მეტი სირიასთან ახლოსმდებარე ქვეყნებში იმყოფება:110,00- ეგვიპტეში, 168,000 -ერაყში, 460,000 თურქეთში, 515.000 იორდანიაში და 716.000 ლიბანში.
გაეროს მონაცემებით კიდევ 4,25 მილიონი ადამიანი სირიის შედარებით უფრო უსაფრთხო რეგიონებშია გახიზნული.
03.09.13