დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო და ამგვარად ოფიციალურად გახდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი. ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.
დონალდ ტრამპამდე ფიცი ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ პენსმა დადო.
ცერემონიას ესწრება აშშ-ის ოთხი ყოფილი პრეზიდენტი – ჯიმი კარტერი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა. 92 წლის ჯორ ბუშ-უფროსმა ინაუგურაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა. ცერემონიას ესწრება ასევე დონალდ ტრამპის მეტოქე, ჰილარი კლინტონიც. თუმცა ინაუგურაციას ბოიკოტი 50-მა დემოკრატმა კონგრესმენმა გამოუცხადა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.