„ტრამპი ძალიან ძლიერი გუნდით მოდის ადმინისტრაციაში და მდივნების დონეზე. უკვე გვქონდა კომუნიკაცია უშიშროების საბჭოს მდივანთან. ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტ დინამიკას ველოდებით“.ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დავით ბაქრაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ეს არის გუნდი, რომელიც მასთან ერთად თეთრს სახლში იმუშავებს და მათთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა.
ამის გარდა გვაქვს შეხვედრები კონგრესში, აქ ასევე იმყოფება პრემიერ–მინისტრის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, თედო ჯაფარიძე. სანამ ახალი ადმინისტრაცია მოვა, ძველ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გრძელდება.
ჩვენ პირველი შეტყობინება მივიღეთ ერთი თვის წინ, რომ ყველა სახელმწიფო წარმოდგენილი იქნებოდა დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობის დონეზე. ეს ტრადიციაა, აშშ ასე ატარებს ინაუგურაციის ცერემონიას. უშუალოდ აღლუმში მონაწილეობა და ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ნებისმიერი სხვა ვიზიტი არის პირადი ხასიათის,“–განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანანა ღოღობერიძე