„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ძველი უკრაინული ტრადიცია, რომ მტერს არ გადასცემ შენ მოყვარეს. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის ტრადიციებს, კანონებს და საღ აზრს. ვფიქრობ ეს საკითხი ამჯერად გადაწყდება“. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2“–ზე, გადცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„ცერცვაძე ჯერ იბრძოდა აფხაზეთის ომში, სადაც მძიმედ იყო დაჭრილი, 7 ტყვია მოხვდა. ჩათვალეს,რომ გარდაიცვალა და შემდეგ მორგში ფაქტობრივად გაცოცხლდა. შემდეგ მთელი ცხოვრება ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა, იყო 2008 წლის ომში და უკრაინის ომში ასეულობით ქართველთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ მებრძოლის ინფორმაცია გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს, ისევე როგორც სხვა მებრძოლების.
2008 წლის ომის საქმეს იძიებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. წულუკიანის მოსვლის შემდეგ, ხელოვნურად შეწყდა გამოძიების პროცესი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ივანიშვილის დავალება.ივანიშვილს კი კრემლმა დაავალა. ივანიშვილმა საქართველოს ექსტრადიცია მოახდინა. ყველაფერი გადასცა, მათ შორის ისეთიც, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ერი არასდროს არ აკეთებს.
სირცხვილია, რომ პირველივე ინსტანციამ არ გაანთავისუფლა. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლო ცერცვაძეს გაანთავისუფლებს ,აქ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა. ყველა ეთანხმება, რომ უკრაინა ამ თამაშს არ უნდა თამაშობდეს,“–განაცხადა სააკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე