„ამ დღეების განმავლობაში, ვუყურებთ პოლიტიკურ მასკარადს, მთავარ როლებს „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ასრულებენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი, რომ თითქოს ვიღაცას უყვარს თავისი ჯარისკაცი, ვიღაცას არა“. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ,ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„სიტყვა მოღალატე, არის შეურაცხმყოფელი იმ ადამიანისთვის, რომელიც არის გულწრფელი. რეალურად, საქართველოს ხელისუფლება ორი დღის განმავლობაში ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ არ მოხდეს ცერცვაძის რუსეთისათვის გადაცემა. ყველა კომუნიკაცია შედგა იმისათვის, რომ ეს ფაქტი არ დაშვებულიყო“.
მამუკა მდინარაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სიის ჩავარდნაზეც ისაუბრა,
„არ მგონია, რომ კვალიფიკაცია იყოს მათი კანდიდატურების არ არჩევის მიზეზი. ყველაფრის გამართლებას ვერ დავიწყებ, და ვიტყვი, რომ ეს არ იყო მაინც და მაინც კარგი პრეცედენტი.გვმართებს, რომ კანდიდატები წარვადგინოთ ხელახლა და ავიღოთ გარანტიები, რომ მათ მიმართ პოზიცია იყოს დადებითი. ჩვენ არ ვიცით კენჭისყრაში მონაწილეთა აზრი, თუ რატომ მოხდა სიის ჩავარდნა. თუ ასეთი განცხადება გაკეთდება, გვევალება შევისწავლოთ საკითხი და შენიშვნები გავითვალისწინოთ. ამ პრეცედენტს უნდა გათვალისწინება, გამოსწორება. ყველა შემთხვევაში კანდიდატების ხელახლა შერჩევა მოგვიწევს“.
მანანა ღოღობერიძე