ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება. სასამართლომ პროცესი 3 თებერვლამდე გადადო.
როგორც ცნობილი გახდა, პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ საქალაქო სასამართლოსგან მათთვის შესაბამისი მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა.
სასამართლოში გია ცერცვაძის მეუღლე და თანამებრძოლები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე უკრაინელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ბეჟაშვილის თქმით, პროცესის გადადებამ მათი აღშფოთება გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.