სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ და ახალირეგულაციები გააცნეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესოპერატორები. მათ დაურიგდათ ეტიკეტის ნიმუშები, რომელთა დამზადება უმარტივესად არის შესაძლებელი და იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას დახლზე განთავსებული ხორცის და ხორცპროდუქტების ვარგისიანობისა და წარმომავლობის შესახებ.
„ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის პრიორიტეტულია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდა. ამასთან, ჩვენ, როგორც მაკონტროლებელი, ვალდებული ვართ, ბიზნესოპერატორებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ. საქართველოს მოქალაქეების დაცვა მავნე სურსათისაგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცისპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას დაბიზნესოპერატორის ვალდებულებებს, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდისდა რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორების ინფორმირების მიზნით შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბითგამართა.