ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. სინოპტიკოსის მავილე ბერიძის ინფორმაციით, ხვალ სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი, ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. სინოპტიკოსის პროგნოზით, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძლედება. ამ დროისათვის ბათუმში თოვს.