საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის თემაზეშეხვედრა გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან.
ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და მასშიმონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, უშიშროების საბჭოს მდივნისმოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და ასევე, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებმა.
შეხვედრისას თომას მაირ-ჰარტინგმა მიმოიხილა ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიზნები და ამოცანებიორგანიზაციის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მიმართებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც უსაფრთხოებისსფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორის როლს. ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის მიმოხილვისასმაირ-ჰარტინგმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირის მიდგომებზე სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაშიგაზარდოს პარტნიორი ქვეყნების მდგრადობა.
შეხვედრაზე ქართული მხრიდან გამოითქვა მზაობა გაღრმავდეს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში შემდგომითანამშრომლობა, ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მაირ-ჰარტინგი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგისწარმომადგენლებთან. ქრისტიან დანიელსონმა და თომას მაირ-ჰარტინგმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. ევროკომისიის წარმომადგენლებს ასევე საჯარო გამოსვლა ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.