დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა– ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოსმოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურებასაქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა.
დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ და ესიქნება კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მიმართ იმ პოლიტიკურიჯგუფების მხარდაჭერისა, რომლებიც არიან ევროპარლამენტში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლამენტარს, რომლებიც დღევანდელკენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღესსაქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე, მინდა, უდიდესიმადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობდა ამ დიდიწარმატების შენებაში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტს და ყველას, ვინცძალიან შრომატევად პროცესში მიიღო მონაწილეობა.
დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელიგადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოსდაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეულიმოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდიპასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოსინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნებისკანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენითანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება!
დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ესშრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველისდემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი.და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეებისუკეთესი ცხოვრების შენებას.
ასე რომ, გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს არის თითოეული ჩვენგანის დიდიწარმატება.