„ზოგიერთი ევროპული პარტია საკმაოდ სკეპტიკურად უდგებოდა ჩვენს მიერ ამ კარის გაღებას. ზოგი ევროპული ქვეყნის ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ გავაკეთეთ სიანტერესო არჩევანი. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გრძელვადიანი პერსპექტივით“. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, რიჩარდ ჩარნეცკიმ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ჩვენ პარტნიორები ვართ, ეს არ არის მხოლოდ კეთილი სურვილი ევროპის მხრიდან. ეს არის ქართველი მეგობრების ნათელი, წინგადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ის ევროპის კულტურის და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის ევროპის ცივილიზაციის ნაწილია.
არის იმის შანსიც, რომ თავისუფალი მიმოსვლა დროებით შეჩერდეს, მაგრამ ზოგადად დღევანდელი დღე ისტორიულია. უნდა ვიფიქროთ მეტად გამყარებულ მოსაზრებებზე, საბოლოოდ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც „ნატო“-ს წევრი. მახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს წევრობას. თუმცა ვფიქრობ განვითარებული ნაბიჯების და მოვლენების შემდეგ, ჩვენს მხარესაც აქვს განცდა, რომ საქართველოსთვის „ნატო“-ს კარი უნდა გაიღოს,“-განაცხადა ჩარნეცკიმ.
მანანა ღოღობერიძე