თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 6 თებერვალს დილის საათებში +8 +10 გრადუსამდე დათბება, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, 6 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართელოში დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე დათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.