„ქართველ ამომრჩეველს არ უნდა წავართვათ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი.მე არ ვაპირებ რეაგირებას, ვაპირებ ავამუშავოთ კონსტიტუციური მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა იქნას განხილული საზოგადოების მიმართ“. შესაძო საკონსტიტუციო რეფორმაზე, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „იბერიაზე“, ექსკლუზიური ინტერვიუსას ისაუბრა,
„ჯერ არ მომისმენია ნათელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ეს უფლება და გადასცენ სხვას. ნებისმიერი საკონსტიტუციო სისტემა იზომება დაბალანსებულობით, კონტროლის უნარით. როდესაც ძალაუფლება ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში არის კონცენტრირებული, უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ შევასუსტოთ ინსტიტუტები ბალანსის ნაწილში, არამედ პირიქით, უნდა გავმართოთ სისტემა, გაწონასწორებისთვის.
ეს არ იყო სარც საზოგადოების დაკვეთა, არც წინასაარჩევნო საკითხი. ეს გახდა ნომერ პირველი გადასაწყვეტი თემა, ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის შემდეგ. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხედვა და თავიდანვე გაჟღერდა. ზედმეტი ძალაუფლება არის საშიში. ის ადამიანები, ვის ხელშიც ეს ძალაუფლება იყრის თავს, აღარავის აღარ უწევენ ანგარიშს, მიიჩნევენ,რომ მათი დროა ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე აწარმოონ პოლიტიკა.გარკვეული ნაწილისთვის ძალაუფლბით გამოცდა აღმოჩნდა პრობლემური,“–განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე