კომპანია ,,Beeline-სა” და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობით, კომპანია ,,Beeline-მა” თსუ-ის სტუდენტებისთვის გამოყო კორპორატიული ნომრები, რომლით სარგებლობაც შეუძლია ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს.
სტუდენტებს შეუძლიათ ორი პაკეტიდან ერთ-ერთით სარგებლობა (სურვილის მიხედვით):
1) 25-თეთრიანი პაკეტი: 25 თეთრის სანაცვლოდ კორპორატიული ნომრების ფარგლებში საუბარი იქნება უფასო;
2) ულიმიტო პაკეტი: სტანდარტული ულიმიტო პაკეტის შეძენა, აღნიშნულ ნომრებზე, შესაძლებელი იქნება 10 ლარის სანაცვლოდ.
■ულიმიტო სალაპარაკო ყველა ოპერატორთან;
■ ულიმიტო sms-ი;
■ულიმიტო mms-ი;
■1 Gb ინტერნეტი.
ყველა ნომერზე თავიდან ჩართული იქნება 25-თეთრიანი პაკეტი, ხოლო თუ გსურთ ულიმიტო 10-ლარიანით სარგებლობა, უნდა დარეკოთ ნომერზე: *150*51#
იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზი იქნება აღნიშნულ ნომერზე, შემდეგ დარეკეთ:
*220*47#
ოპერატორთან დასაკავშირებლად: 16777
ნომრის აღების სურვილის შემთხვევაში, მიბრძანდით თსუ-ის პირველი კორპუსის 213-ე აუდიტორიაში, ყოველ სამუშაო დღეს – 12:00-დან 15:00 საათამდე.
ნატალია ჯალაღონია