„დიდი განსხვავება მოქმედ დოკუმენტაციასა და შენიშვნებს შორის არ არის. ვენეციის კომისიის დასკვნას ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც აწყობთ, ისე კითხულობენ.საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ამგვარი ჩანაწერი, რომ შესაძლებელია 3 წლიანი ვადით არსებობდეს, ასევეა ვენეციის კომისიაშიც“. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის რეგულაციებზე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„მოსამართლის უვადოდ დანიშვნას კი არ ვეწინააღმდეგებით, ვემხრობით. უბრალოდ, ამ გარდამავალ ეტაპზე ეს ნაადრევია. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გვაქვს მხოლოდ 10 თვიანი კურსი და სხვა საშუალება იმისთვის, რომ ახალბედა მოსამართლე, სამოსამართლეო კარიერისთვის მოვამზადოთ, არ გვაქვს.
როდესაც ეს ინსტიტუტი დაიხვეწება, შეგვიძლია უვადო დანიშვნაზე ვიმსჯელოთ. აროდესაც მოსამართლეს უვადოდ ვნიშნავთ, უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ ის ნამდვილად გაართმევს თავს და საკითხი სათუოდ არ უნდა იყოს. ამის საპირისპირო არგუმენტი პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ. მოსამართლის დანიშვნის კრიტერიუმებთან შეიძლებოდა მათზე ნაწილობრივ დათანხმება,“–განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე