ალ ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი ქასიმ ალ-რიმი აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მიმართავს. 11 წუთიან ჩანაწერში ალ რიმი იემენში აშშ-ს სამხედრო ძალების იერიშებს ეხმიანება და თეთრი სახლის ამ გადწყვეტილებას სისულელეს უწოდებს.
მნიშვნელოვანია ისიც ,რომ ჩანაწერში რიმი ასევე ამტკიცებს, რომ ათობით ამერიკელია დაჭრილი და გარდაცვლილი იემენში. აშშ ამ ფაქტს არ ადასტურებს. ალ ქაიდას ლიდერი ასევე ადანაშაულებს ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ორმხრივი შეტაკების დროს 14 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
იემენში აღნიშნულ სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა ასევე სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. მისი თქმით, ოპერაცია „წარუმატებელი“ იყო და აშშ-მ მარცხი იწვნია.
სამხედრო ოპერაცია არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ქაიდას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან საომარ კონფლიქტში გადაიზარდა. ორმხრივი სროლების შედეგად აშშ-ს მხარის განცხადებით, ერთი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი გარდაიცვალა და განადგურდა 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავი. იემენის ცეტრალურ ნაწილში ალ-ქაიდას მებრძოლების ბანაკზე შეტევა ტრამპის სანქცირებული პირველი კონტრტერორისტული ოპერაციაა.
ოპერაცია ადმინისტრაციის მიერ დასაწყისშივე კვალიფიცირდა,როგორც ჩატარებული – სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი, რაინ ოუენსი, პირველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიღუპა. დაიღუპა ასევე იემენელი ჯიჰადისტების ყოფილი მეთაურის ძმა ანვარა ალ-აულიაკიც.
მაკეინის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას ტრამპიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სენატორი მედიაში არ უნდა არჩევდეს ამ ოპერაციის წარმატებას ან მარცხს და მისი ეს საქციელი მხოლოდ მტერს შთააგონებს. „ის უვე იმდენი ხანია აგებს,რომ გამარჯვებას გადაეჩვია“ – წერს ტვიტერზე პრეზიდენტი.
ნათია კეკენაძე