„ფრესკოს“ თანამშრომლები არ ადასტურებენ იძულებითი შრომის მოქმედ ფაქტს. ყოფილ თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვერ გვექნებოდა. საბედნიეროდ საქართველოში ორგანიზებულ პირობებში, ტრეფიკინგის კვალი არ არის. შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება ტრეფიკინგის, შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამ მხრივ ფრესკოში დარღვევები არ აღმოჩნდა“. ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.
„შრომის ინსპექციის უფლებებისა და მოვალეობების სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს. შრომის ინსპექცია იკვლევს ორ საკითხს. პირველი არის შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა. მეორე საკითხი არის იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია, ტრეფიკინგის ნიშნები. თუ შეტყობინება შემოდის ტრეფიკინგის ნიშნების არსებობის შესახებ, ინსპექცია ვალდებულია, ჰქონდეს რეაგირება, თუ მას ექნება გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდეს დანაშაულის ნიშნები. თუ აღმოჩნდა დანაშაულის ნიშნები, შემდეგ ვუგზავნით ინფრომაციას შსს–ს.
„ფრესკოს“ შემთხვევაში, სოციალური ქსელით გავრცელდა განცხადება, რაც მიმართვის ერთ–ერთი ფორმაა. განცხადების ერთ–ერთ პუნქტში ნახსენები იყო სიტყვები, იძულება, შანტაჟი. ეს შესაძლოა გამხდარიყო ჩვენი მოკვლევის საგანი. ჩვენი მანდატი ვრცელდება უშუალოდ კომპანიაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაზე, პირველ რიგში კითხვარს ავსებენ დასაქმებულები და ის იძლევა საშუალებას, რომ გამოვკვეთოთ, იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები. შემდეგი ნაბიჯი არის ინტერვიუები და დოკუმენტაციის შემოწმება.
შრომის ინსპექცია არის წელიწადნახევრის წინ შექმნილი, ახალი ინსტიტუტი. მას 9 წლიანი ინსტიტუციური წყვეტა ჰქონდა და 2006 წელს გაუქმდა. გვიწევს თავიდან ვისწავლოთ ყველაფერი, შენების პროცესში ვართ,“–განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მანანა ღოღობერიძე