„თქვენ სტაბილური პოლიტიკური ხელმძღვანელობა გყავთ. ახლა მნიშვნელოვანია სამთავრობო ინსტიტუტების გაერთიანება, კონსოლიდაცია.თუ გექნებათ გამართული ინსტიტუციები, ხელაღებით ვერავინ გაგაკრიტიკებთ“. ამის შესახებ, ევროპარლამენტრმა, საქართველო–ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის ვიცე–პრეზიდენტმა, ნორიკა ნიკოლაიმ, „იბერიაზე“, გადაცემა „პანორამას“ ეთერში ისაუბრა.
„ეს სხვა არაფერია თუ არა, საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროკავშირში რეალური ინტეგრაციისკენ. ჩემთვის საქართველო ევროპული ქვეყანაა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ კავკასიაში მდებარეობს, როდესაც ევროპელი ხალხის მოსახლეობას ართმევ უფლებას, რომ იმოგზაურონ ევროპაში, სხვა არაფერია,თუ არა თანამედროვე გულაგი. ევროპა იცვლება თითქმის ყოველ წელს.
დღეს ევროპა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისშია. აღარ გვაქვს მარტივი, ერთსულოვანი პასუხები. ნაკლებად გამჭვირვალეები გახდნენ. მხოლოდ თავიანთი ეროვნული ინტერესების მიხედვით ფიქრობენ. ევროკავშირის, როგორც ერთიანი სივრცის ინტერესები კი, მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ყველას სურს ევროკავშირის ლანძღვის ხარჯზე, ქულები დაიწეროს. ეს სხვა არაფერია თუ არა ტოტალიტარული მიდგომა, როცა პერიფერიებზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ საქართველო რადგან შორსაა, პერიფერიაა. ეს არის პოლიტიკური ამპარტავნება,“–განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მანანა ღოღობერიძე