თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირებაა.
დედაქალაქის მერიასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ამ წუთებში ვითარებას უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები და დაკავებულები არ არიან.
საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დედაქალაქის მერიისგან პასუხს ელოდებიან, ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.
თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.