„პატრიარქი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია. ყველა ადამიანი არის რისკის ქვეშ,რომ ფეხი ჩადგას ცოდვაში. არ შეიძლება ვიფიქროთ,რომ თუ ვიღაცას ანაფორა აცვია, ასეთ რამეს არ გაიფიქრებს,” – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა. ლაშა ჟვანიამ, პროკურატურის საგანგებო განცხადების შესახებ, , ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ ისაუბრა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
„ასეთი აღელვებული საკუთარი თავი არ მახსოვს. მეტყველების უნარს მხოლოდ მისი უწმინდესობის ოპერაციის წარმატებით დასრულება მაძლევს. ეს მაშოკირებელი ინფორმაციაა. დანაშაული მძიმეა, წაყენებული ბრალიც მძიმეა, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამას განსაკუთრებით მედიას ვთხოვ. ხელს ნუ შევუშლით გამოძიებას.საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ჩვენი ნაკლები აჟიტირება იქნება დახმარება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
საგამოძიებო ორგანოების მიმართ, პროკურატურის მიმართ ნდობა არის მაღალი. მით უმეტეს, რომ მოხდა სერიოზული დანაშაულის პრევენცია. მჯერა, რომ მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება. დღეს ყველანი ვართ შოკირებულები. ჩვენი ნააზრევის თქმა იქნება მხოლოდ სპეკულაცია და ხელის შეშლა პროცესებისადმი,“–განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მანანა ღოღობერიძე