ჩინეთის სახელმწიფო მეთაურმა ში ძიაპინგმა შუა აზიური ტურნე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩასვლით დაიწყო, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყო თურქმენმა კოლეგამ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.
პირისპირი შეხვედრის შემდეგ მათ მთლიანობაში 13 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მათ შორის ბუნებრივი გაზის შესყიდვის კონტრაქტსაც.
ერთობლივად გამართულ პრეს კონფერენციაზე ბერდიმუჰამედოვმა თქვა რომ, ჩინეთი მათ მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.
ძიანპინგის განცხადებით კი თურქმენეთი მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს ბუნებრივი გაზის ექსპორტიორ ქვეყანას წარმოადგენს, ჩინეთი კი მისი უდიდესი შემსყიდველია, ახალი კონტრაქტით ჩინელების წელიწადში 65 მილიარდ კუბურ მეტრ აირს შეისყიდიან.
05.09.13
Discussion about this post